top of page

DIY მოდულარული და აუდიო პროდუქტის დიზაინის სემინარი (დავით მალანია და ივა სალუქვაძე) 19.09.2022

Updated: Sep 20, 2022


მოხარული ვართ ჩვენს სტუდიაში ვუმასპინძლოთ დავით მალანიას და ივა სალუქვაძეს პირველი ქართული მოდულარების მწარმოებელი კომპანიიდან "ამბიენტი".


DIY მოდულარის ვორქშოპზე ისინი ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ იქმნება ამბიენტში “Eurorack” სინთეზატორის მოდულები, კონკრეტულად Saw wave VCO-ს, ძაბვით კონტროლირებადი ოსცილატორის აგებულებას ჩაუღრმავდებიან. გაივლიან სხვადასხვა ტიპის აუდიო ტალღების მიღების პრინციპებს ანალოგურ ელექტრობაში, ასევე განიხილავენ “Eurorack” პანელების დიზაინის მნიშვნელობას, მის საფუძვლებს და მნიშვნელოვან ნიუანსებს DIY მოდულების აწყობისას, თუ როგორ იწყობა ინდუსტრიალური ხარისხის და “DIY” ტიპის ძაბვით კონტროლირებადი ოსცილატორები, შეისწავლიან დიზაინის მნიშვნელობას მოდულების ფუნქციონალის აღსაქმელად.

მონაწილეები შეძლებენ ინდივიდუალური პანელის დიზაინის შექმნას, რომელსაც შემდგომ რეალურ პანელებად და ციფრულ ნიმუშებად ვაქცევთ.


ვორკშოფზე დასწრება თავისუფალია.





მისამართი: CES ფაბრიკა-თბილისი ეგნატე ნინოშვილის 8 2 477 588 info@ces.ge




bottom of page