top of page

"ელექტრონული მუსიკის წარმოება და ცოცხალი შესრულება Ableton Live"-ში-ლევან ჯავახიშვილის განახლებული სასწავლო პროგრამა CES-ში

ree

CES წარმოგიდგენთ ლევან ჯავახიშვილის განახლებულ 2 თვიან პროგრამას „ელექტრონული მუსიკის შექმნა და ცოცხალი შესრულება Ableton Live-ში“ / “Electronic music production and Live performance with Ableton live”.

 

2 თვიანი ვორკშოფების სერია მოიცავს როგორც თქვენი საკუთარი მუსიკის შექმნას, ასევე მის ცოცხლად შესრულებას - არსებული ტრეკების და ნამუშევრების მომზადებას Ableton Live-ის Session View-ს ფანჯარაში. კურსით დაინტერესებულ სტუდებს უნდა ჰქონდეს გარკვეული გამოცდილება Ableton Live -ში მუშაობის.

 

 

Ableton Live-ის Session View-ს მრავალფუნქციური გამოყენება აქვს, ის იდეალურია როგორც მუსიკის შექმნისთვის ასევე ცოცხალი შესრულებისთვის, მისი გამოყენება ასევე საინტერესოა DJ -ებისთვისაც.

 

ეს კურსი დაგეხმარებათ როგორც საკუთარი მუსიკის შექმნაში ასევე საკონცერტო ცოცხალი შესრულების მომზადებაში.

 

კურსის დასასრულს სტუდენტები შეძლებენ საკუთარი მუსიკის ცოცხლად შესრულებას სცენაზე.


კურსის ძირითადი საკითხები: 

1. Capturing midi loops Using Audio units and VTS instruments  

დრამის, ბასის, სინთეზატორის და სხვადასხავა ინსტრუმენტებით ლუპების აწყობა და მათი შეხამება 


2. Sampling and creating instrument from sample

საუნდის დასემპლვა და ამ ხმისგან ინსტრუმენტის შექმნა 


3. Using audio tracks 

აუდი თრეკებთან მუშაობა და მათი დამუშავება


 4. Creating structure of tracks

ჩვენი შექმნილი ლუპებით ტრეკის სტრუქტურის აწყობა. ავტომატიზაციის გამოყენება მიქშერის და სინთეზატორის სხვადასხვა პარამეტრებისთვის 


5. Performing live set by exploring session mode 


ree

ლევან ჯავახიშვილი არის მუსიკოსი, რომელიც ძირითადად აქტიურად მოღვაწეობს ექსპერიმენტულ, ელექტრონულ და ფსიქოდელიურ/იმპროვიზაციულ მუსიკალურ სცენებზე.


18 წლის ასაკში ლენი სხვადასხვა ჯგუფში უკრავდა გიტარაზე. 1992 წელს მან გოგი ძოძუაშვილთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი Mother on Mondays.


1996 წელს ლევანი გახლდათ ირაკლი ჩარკვიანის 2 სინგლის პროდიუსერი: Love is All და Shen Apren.


1998 წელს ლევანმა მოღვაწეობა ლონდონში გააგრძელა, სადაც 2003-2014 წლის პერიოდში მან 50-ზე მეტ ლეიბლთან ითანამშრომლა როგორებიცაა: CR2; Toolroom; Nervous Records და სხვა.


2007 წელს მან დააარსა თავისი პირველი ლეიბლი Piso Records, რომელიც Beatport-ის წამყვანი ლეიბლი გახდა Minimal-Techn-ს ჟანრში.


2010 წელს ლევანმა დაიწყო ახალი პროექტი Loverdose, რომელმაც მას დიდი წარმატება მოუტანა. ამავდროულად, მან დააარსა ახალი ლეიბლი Prison Entertainment, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ლეიბლია House, Nu Disco და კომერციული საცეკვაო ჟანრების სფეროში. Prison Entertainment-მა გამოუშვა 1500-ზე მეტი შემსრულებელი.


2023 წელს ლევანმა დააარსა Toysop Records, რომელიც რამოდენიმე ექსპერიმენტულ ბენდს აერთიანებს: GRB3; Two Professors; Georgina Beastly და Mindori. ლეიბლი რეგულარულად მართავს ფსიქოდელიურ, ექსპერიმენტულ ცოცხალ შესრულებებს თბილისის სხვადასხვა ვენიუებზე.


ree


ლევანის კურსზე „ელექტრონული მუსიკის შექმნა და ცოცხალი შესრულება Ableton Live-ში“ რეგისტრაცია დაწყებულია.




Comments


  • Bandcamp
  • Facebook
  • instagram-clipart-black-and-white-15
  • soundcloud_2048_black
  • YouTube

ⓒ 2022 CES

bottom of page