გრაფიტის სკოლა X CES ახალი სასწავლო წლის მიღებას აცხადებს "ა-დან ჰ-მდე"
- cestbilisi
- May 8, 2024
- 1 min read
Updated: Sep 6

გრაფიტის სკოლა და CES ახალი სასწავლო წლის მიღებას აცხადებს განახლებული ფასით მათ კოლაბორაციულ კურსზე "ა-დან ჰ-მდე".
პედაგოგი: ჩილ | Chil One
ხანგრძლივობა: 2 თვე
საათები: კვირაში 4 საათი
ფასი: 500 ლარი
ენა: ქართული
მსგავსი კურსები: გრაფიკული დიზაინის ანბანი / გრაფიკული დიზაინის მეორე ეტაპი / ციფრული ხატვა
საქართველოში პირველი გრაფიტის სკოლის სულის ჩამდგმელი და მენტორი გახლავთ ჩვენი მრავალი წლის მეგობარი ჩილ Chil One - პიონერი ქართველი გრაფიტი მწერალი 16 წლიანი გამოცდილებით, „ფაბრიკაფიტი“ ფესტივალის და "გრაფიტი ბეთლების“ თანაორგანიზატორი, ქართული ანბანის გრაფიტის ტანსაცმლის სერიის ავტორი.
ქართული ანბანი თავისი უნიკალური მოხაზულობით და დინებით გამორჩეულია დამწერლობებში, რაც გრაფიტისთან შერწყმით უსაზღვრო ვარიაციების შესაძლებლობას იძლევა და ტიპოგრაფიის ცალკე ქვეჟანრადაც შეიძლება მოისაზროს.
ამ იდეის გაღვივებას და განვითარებას ემსახურება კურსი "ა-დან ჰ-მდე" სადაც ისწავლით ყველაფერს რაც გრაფიტის სახატავად და სტილის ჩამოსაყალიბებლადაა საჭირო: გრაფიტის ისტორია, ასოების აგებულება, სტრუქტურა, კომპოზიცია, ფერები, დეტალიზაცია, გაფორმება, სხვადასხვა ტექნიკები, სპრეის გამოყენების მეთოდები და სხვა. კურსის დეტალური აღწერის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს "ა-დან ჰ-მდე".
Comments