Isodrome - Transitions [CES Records უახლესი გამოცემა]
Updated: Aug 30, 2023
CES Records წარმოგიდგენთ ქართველი მუსიკოსის და პროდიუსერის, გრიგორ ლაღიძის, მუსიკალური ფსევდონიმით Isodrome-ის ალბომს “Transitions”, რომელიც 5 წლის მანძილზე შექმნილ 9 კომპოზიციას აერთიანებს.

Isodrome -ის სიტყვებით: „ადამიანი ცხოვრების განმავლობაში უამრავ ტრანზიციას გადის: ცვლილებას ხასიათში, პროფესიაში ან სხვა ასპექტებში, რომლებსაც ჩვენი განსხვავებულ პოზიციაში ან მდგომარეობაში გადასროლა შეუძლიათ. ამ პროცესს დროში მოგზაურობაც შეგვიძლია დავარქვათ, დასაწყისიდან შემდგომ პერიოდამდე. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული, თუმცა ამავდროულად ლამაზი აქტია, რომლის კონტროლის დროსაც საბოლოო რეზულტატის გამოცნობაც კი შეგვიძლია".
Transitions CES Records-ის და ჯურნალი "Samezoblo" -ს კოლაბორაციის შედეგია.
ჯურნალი ქალაქის ეკოლოგიას, მისი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელ ელემენტებს იკვლევს და დოკუმენტაციას უკეთებს ისეთ საკითხებს, რაც მიჩვეული თვალისთვის ხშირად შეუმჩნეველიც კი რჩება, თუმცა კი ქალაქისთვის დამახასიათებელი სოციო-კულტურული მნიშვნელობა გააჩნია.
სამეზობლოს ახალი გამოცემა (vol. 10)სწორედ Isodrome-ის ახალ ალბომზე კონცენტრირდება და ჟურნალის ლიმიტირებული ეგზემპლარი მის მუსიკას შეიცავს, რომელიც მკითხველს აუდიო-ვიზუალურ მოგზაურობაში ეპატიჟება. ჯურნალის შეძენა შესაძლებელია ჩვენს Bandcamp mech გვერდზე.
ალბომისა და ჟურნალის პრემიერა Mutant Radio -ს სივრცეში შედგა 2023 წლის ინვისს.



![მოძრავი გამოსახულება: ანიმაციის შესავალი [თათა მანაგაძის საავტორო კურსი]](https://static.wixstatic.com/media/62a7c1_33ad33b079d145169130672ab7c5d2e5~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_735,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/62a7c1_33ad33b079d145169130672ab7c5d2e5~mv2.jpg)
!["წყვეტილი ფიქრი, უწყვეტი შედეგი და პირიქით" ანზორ ღუდუშაურის ვორკშოფი [14.08.26]](https://static.wixstatic.com/media/62a7c1_a32b93b3b578429d843d5c9ed7bf4407~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_528,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/62a7c1_a32b93b3b578429d843d5c9ed7bf4407~mv2.jpg)
Comments