top of page
cestbilisi

მოდულური სინთეზატორის მეორე ეტაპი: თეორია და კომპოზიცია (ღია კარის დღე) 5/10/2024

Updated: Nov 21


ვართ ბედნიერი მოგიწვიოთ ბენ უილერის კურსის "მოდულური სინთეზატორის მეორე ეტაპი: თეორია და კომპოზიცია" ღია კარის დღეზე, 5 ოქტომბერს, შაბათს, 17:00-ზე.


კურსი განკუთვნილია როგორც "მოდულური სინთი და ხმის დიზაინის" კურსდამთავრებულთათვის, ასევე მათთვის ვინც გარკვეულია სინთეზის თეორიის საფუძვლებში, მოდულურ სისტემებში, და მის ისტორიაში.


პედაგოგი: ბენ უილერი ხანგრძლივობა: 3 თვე ფასი: 1140 ლარი


კურსი ჩატარდება ფიზიკურ რეჟიმში, ინგლისურ ენაზე, თუმცა კი პედაგოგთან კომუნიკაციას ნაწილობრივ ქართულ ენაზეც შეძლებთ.



ეს კურსი შეიცავს რამდენიმე კომპონენტს:

ინტენსიური კვლევა, რომელიც შედგებოდა სინთეზის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურების სიღრმისეული პროფილებისგან (პაულინე ოლივეროსი, ქსენაკისი, გიორგი ლიგეტი, კარლჰაინც შტოკჰაუზენი, კატერინა ბარბიერი და მრავალი სხვა), რომელსაც თან ახლავს ჩანაწერების ანალიზი.

ჩვენ გავაკეთებთ ფოკუსებას უფრო რთული აღნაგობის სინთეზატორებზე: FM synthesis, granular synthesis, და sampling/field recording-ზე. ასევე სხვადასხვა თანამედროვე მოდულის მწარმოებლებზე, მათი მიდგომები და მათი შეთავაზებები; იქნება რამდენიმე სკაიპის კითხვა-პასუხი სხვადასხვა დამოუკიდებელი სინთმშენებლის წარმომადგენლებთან, ასევე პერიოდულად მოვიწვევთ ერთადერთ ქართულ მწარმოებელს ბაზარზე-Ambient-ს.

გავეცნობით ცოცხალი შესრულების ტექნიკებს /ცოცხალი პაჩინგის სავარჯიშოებს, კომპოზიციის/ნოტაციის/ჩაწერის ტექნიკასა და ფილმის სკორინგს.

ჩავატარებთ პრაქტიკულ სემინარებს იმპროვიზაციისა და აკუსტიკურ ინსტრუმენტებზე შემსრულებელ მუსიკოსებთან თანამშრომლობის ტექნიკებზე.

მთლიანობაში, პროგრამა ორიენტირებულია ცოდნის გაფართოებაზე და სინთეზატორთან პრაქტიკის ამაღლებაზე, ყოველკვირეული დავალებების საშუალებით, რომლებიც მოიცავს კომპოზიციების წარმოებას, თითოეული სტუდენტი 3 თვიანი პროგრამის განმავლობაში აწარმოებს აუდიო ჩანახატების პორტფოლიოს, აღნიშვნას და ჩაწერას. კურსი მთავრდება ღონისძიებით, რომელიც იქნება ფინალური პროექტი, ცოცხალი შესრულება.

საკითხავი მასალა კურსის განმავლობაში (ციფრული ასლები მოწოდებული იქნება ინსტრუქტორის მიერ):

Analog Days

Trevor Pinch, Frank Trocco

Patch & Tweak - Exploring Modular Synthesis






28 views0 comments

Comments


bottom of page