top of page

ჯაბა შავიშვილის საავტორო კურსი „მუსიკის ჟურნალისტიკა თანამედროვე ინდუსტრიაში“




კურსის შესახებ:

მუსიკა და თანამედროვე მედია ორი დამოუკიდებელი, თუმცა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სფეროებია. ასე დაიწყო XX საუკუნის მეორე ნახევრიდან და გრძელდება დღესაც. ბოლო 20 წლის განმავლობაში, ინტერნეტის და შესაბამისად ციფრული ჟურნალისტიკის გამოჩენასთან ერთად, მუსიკაზე წერამ და საჯაროდ საუბარმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სხვადასხვა მუსიკოსის კარიერაში და ზოგადად მუსიკალურ ინდუსტრიაში. აქტიური სცენის პარალელურად, მუსიკის ჟურნალისტიკის მნიშვნელობა დღეს გაზრდილია საქართველოშიც - სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა აღნიშნული კურსიც.

 

რას ისწავლით კურსზე:

კურსი „მუსიკის ჟუნრალისტიკა თანამედროვე ინდუსტრიაში“ დაგეხმარებათ მიიღოთ თეორიული და პრაქტიკული მომზადება მუსიკის ჟურნალისტიკის მიმართლებით და გაეცნოთ როგორ მუშაობს თანამედროვე ინდუსტრია, გამოიმუშავოთ უნარები სხვადასხვა ფორმატის მუსიკალური ისტორიების გასაშუქებლად ციფრულ მედიაში - მათ შორის მუსიკალური ღონისძიებების გაშუქების, მუსიკოსებთან ინტერვიუების და მიმოხილვების საშუალებით.


ვისთვის არის ეს კურსი:

კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირველ რიგში უყვართ მუსიკა, აინტერესებთ უფრო მეტის გაგება და რიგით მსმენელის პოზიციის გარდა, სურთ დამატებით ძალები მოსინჯონ მუსიკის ინდუსტრიაში.


DOA-ს შესახებ:

კურსის ბაზაზე უკვე 3 წელია ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი გამოცემა - Dancing On Architecture, რომელიც რეგულარული აქტივობებით ცდილობს გაამრავალფეროვნოს ქართული მუსიკალური სივრცე.


კარიერის შესაძლებლობები:

კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა და პრაქტიკული უნარები იმისთვის, რათა ჩაერთონ და დასაქმდნენ მუსიკის ინდუსტრიის ინოვაციურ მიმართულებებში: მუსიკალურ გამომცემლობებში, რადიოში ან დაგროვილი ცოდნა გამოიყენონ მომიჯნავე სფეროებში.


ხანგრძლივობა: 2 თვე

საათები: კვირაში 4 საათი / 16 ლექცია

ფასი: 660 ლარი

ენა: ქართული


რეგისტრაცია დაწყებულია.




Kommentare


bottom of page