მცენარეების მუსიკა - (ბიო ელექტრო იმპულსური მუსიკა) ვორკშოფი [18.03.26] music for plants - workshop with Levan Shanshiashvili
- cestbilisi
- 2 days ago
- 1 min read

18 მარტს, 20:00-ზე, დიდი სიხარულით ვუმასპინძლებს ლევან შანშიაშვილის ვორკშოფს: "მცენარეების მუსიკა - (ბიო ელექტრო იმპულსური მუსიკა)".
ვორკშოფის აღწერა:
როგორ წარმოქმნიან მცენარეები ბიო ელექტრო იმპულსებს და როგორ ხდება მათი აუდიო სიხშირეებში თარგმნა/გარდაქმნა/კონვერტირება. რა მნიშვნელობა აქვს მცენარეების მიერ წარმოებულ ელექტრო იმპულსებს ბუნებისთვის და ადამინისთვის.
დადებითი გავლენა: სტრესის შემცირება; პროდუქტიულობის გაზრდა; შემოქმედებითი და შემეცნებითი წილის ზრდა; საგანმანათლებლო მიმართულებები; სამყაროზე ზრუნვა;
გავლენა ბუნებაზე:
მცენარეები სიხშირეები როგორც მკურნალი; მავნებლებთან ბრძოლა შეთანხმების საშუალებით; ზრდის და განვითარების სტიმულირება; მცენარეების, ტექნოლოგიების და ადამიანური რესურსის შერწყმა.
თვითგამოხატვის ფორმა - მუსიკა - კიდევ ერთი ენა, რომელიც ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის გასაგებია.
მცენარეებთან ინტერაქცია როგორც პროცესი, ხარისხიანი ყოფა და სამყაროს უკეთ შეცნობა და დაახლოვება.
მცენარეების ჯადოსნური სამყარო და მათთან ინტერაქცია ხმოვან/მუსიკალურ ენაზე
AGAVA ექსპერიმენტული, მოდულებისგან შედგენილი სინთეზატორული პროექტია, რომელიც ფოკუსირდება მხოლოდ ცოცხალ წარმოდგენებზე (კონცერტებზე, გამოსვლებზე). AGAVA უარყოფს ჩაწერის იდეას და ქმნის ბგერის უნიკალური აღქმის შთაბეჭდილებას იმ დროს, როცა გვარწმუნებს, რომ არც ერთი ორი წარმოდგენა (შოუ) არაა მსგავსი. მოქმედების (წარმოდგენის, შოუს, გამოსვლის) მიმდინარეობისას AGAVA საშუალებას აძლევს აუდიტორიას (მსმენელს, მაყურებელს) სრულად ჩაერთოს მუსიკაში და ღრმად შეიგრძნოს ყოველი მოსმენის ენერგია. ერთგულებას ბუნებრიობისა და კრეატიუოლობისადმი ყოველი ცოცხალი წარმოდგენის (გამოსვლის, შოუს) დროს ყოველი ასეთი გამოსვლა იქცევა განსაკუთრებულ მოვლენად, რომელიც მსმენელს სთავაზობს ჩაერთოს არაჩვეულებრივ მუსიკალურ მოგზაურობაში. ელემენტების შერჩევით, რეზონანსის, ჟღერადობის, ტექსტურის, ხმაურის, ექსპერიმენტულობისა და იმპროვიზაციის საშუალებით AGAVA გთავაზობთ ღრმად შეხვიდეთ მედიტაციური ბგერის გამოცდილებაში, რაც დიდხანს დარჩება თქვენთან შოუს (წარმოდგენის) დამთავრების შემდეგაც.
ვორკშოპზე დასწრება თავისუფალია.

!["საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნება" ღია კარის დღე [16.01.2026]](https://static.wixstatic.com/media/62a7c1_58b4dc92077748e7862d76516910f4a3~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_735,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/62a7c1_58b4dc92077748e7862d76516910f4a3~mv2.jpg)


Comments