Session View პროგრამირება ცოცხალი შესრულებისთვის Ableton Live-ში (ღია კარის დღე) 12/11/2022
- cestbilisi
- Nov 1, 2022
- 1 min read
Updated: Nov 24, 2022

ვართ მოხარული მოგიპატიჟოთ CES-ში ჩვენი უახლესი პროგრამის წარდგენაზე. 12 ნოემბერს, შაბათს, 16:00-ზე.
პედაგოგი: ლევან ჯავახიშვილი ხანგრძლივობა: 1 თვე საათები: კვირაში 4 საათი ფასი: 450 ლარი ენა: ქართული / ინგლისური
“Session View Programing for live performance in Ableton Live”. 1 თვიანი ვორკშოფების სერია მოიცავს თქვენსმიერ შექმნილი, არსებული ტრეკების და ნამუშევრების მომზადებას Ableton Live-ის Session View-ს ფანჯარაში, გადატანასა და მის შესრულებას ცოცხლად. სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ მუსიკის შექმნის გამოცდილება ნებისმიერ DAW-ში, თუმცა კი სრული კურსი დაეთმობა Ableton Live-ის Session View-ს შესწავლასა და გამოყენებას. კურსი ასევე მოიცავს Midi პროგრამირების სიღრმისეულად შესწავლასა და გამოყენებას.
Ableton Live-ის Session View-ს მრავალფუნქციური გამოყენება აქვს, ის იდეალურია როგორც ცოცხალი შესრულებისთვის, ასევე მუსიკის შექმნისთვის. მისი გამოყენება ასევე საინტერესოა DJ-ებისთვისაც. ეს კურსი დაგეხმარებათ როგორც სასცენო ცოცხალი შესრულების მომზადებაში, ასევე მუსიკის შექმნის პროცესებშიც.
კურსის დასასრულს სტუდენტები შეძლებენ მუსიკის ცოცხლად შესრულებას სცენაზე.
რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.


!["ელექტრონული მუსიკის წარმოება და ცოცხალი შესრულება Ableton Live"-ში-ლევან ჯავახიშვილის განახლებული სასწავლო პროგრამა CES-ში - ღია კარის დღე [6.03.2026]](https://static.wixstatic.com/media/62a7c1_caefc1be7b6f48b485f71b66c21380c4~mv2.png/v1/fill/w_980,h_613,al_c,q_90,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/62a7c1_caefc1be7b6f48b485f71b66c21380c4~mv2.png)

Comments