top of page

ფოტოგრაფია- ხელოვნების გამოფენა [დათო მესხის სტუდენტების ფინალური გამოფენა] 16-21 დეკემბერი 2022


ფოტოგრაფია- ხელოვნების გამოფენა

16-21 დეკემბერი 2022 ფაბრიკის საგამოფენო სივრცე, თბილისი.


გამოფენა წარმოადგენს CES -ის სტუდენტების ნამუშევრებს, რომელიც ხელოვან დავით მესხთან ერთად სამთვიანი მუშაობის შედეგია.

ჯგუფური ინსტალაცია აერთიანებს თორმეტ სტუდენტს, რომლთა ნამუშევრებიც თავისმხმრივ წარმოადგენენ თავიანთ ინდივიდუალურ ხედვას და ფილოსოფიას. ეს არის მათი შეხედულებების და სამყაროს შექმნის პირველი სოზოგადოდ გაზიარების მცდელობა.

გამოფენის ვიზუალური მხარე ცდება ფოტოგრაფიის ტრადიციულ ჟანრებს და აქცენტირებულია მის მხატვრულ სპექტრზე.

გამოფენაში მონაწილეობას ღებულობენ: სალომე ოთარაშვილი; სალომე ვარდანაშვილი; ქეთი ჩიქოვანი; დიმიტრი შარაშიძე; ელენე კაჭარავა; მარიამ ბერძენიშვილი; სალომე ბუკია; ქეთი ერისთავი; ლევან მაისურაძე; თიკო ღოღობერიძე; ანაკო ტურაშვილი და თორნიკე მარგველაშვილი.


ღონისძიების ყდაზე გამოყენებულია ლევან მაისურაძის ფოტო.

მისამართი: ფაბრიკა-თბილისი ეგნატე ნინოშვილის 8 საგამოფენო სივრზე მდებარეობს მფრინავი მღებავების მაღაზიის გვერდით.



bottom of page