მუსიკალური ვორქშოპები და დანიურ-ქართული მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლების შეხვედრები CES-ში

2026 წლის ოქტომბრის თვეში Sound Art Georgia-ს ორგანიზებითა და ინიციატივით განხორციელებულ ღონისძიებებს CES-მა უმასპინძლა. ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა არტისტების Alex Mørch-ისა და Dalin Waldo -ს ვორქშოპები, ასევე დანიისა და საქართველოს მუსიკალური ინდუსტრიების წარმომადგენლებმა დისკუსიები და ჯგუფური სამუშაო შეხვედრები გამართეს.
Alex Mørch-ის Mechatronic Loudspeaker Workshop-ის ფარგლებში მონაწილეებმა ყოველდღიური ნივთები ექსპერიმენტულ ხმოვან მოწყობილობებად გარდაქმნეს და ელექტრონიკის, რეზონანსისა და დისტორშენის შესაძლებლობები შეისწავლეს.
Dalin Waldo-ს Performative Synthesizer Workshop-ზე მონაწილეები გაეცნენ არტისტის შემოქმედებით პრაქტიკას, ისაუბრეს სინთეზატორებზე, მიიღეს მონაწილეობა კითხვა-პასუხის სესიაში, ჩაატარეს ხმოვანი ექსპერიმენტები და დალინის სინთეზატორებზე ჯემ-სესიაც გამართეს.
დანიურ-ქართული მუსიკალური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა დანიისა და საქართველოს მუსიკალური ინდუსტრიების შესაძლებლობები განიხილეს, ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს და იდეები გაცვალეს. პროგრამის ფარგლებში ასევე გაიმართა დისკუსია და ჯგუფური სამუშაო სესიები.
ღონისძიებებში მონაწილეობდნენ არტისტები, მოწვეული სტუმრები და მონაწილეები, რომლებმაც ვორქშოპებსა და სამუშაო შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა.

![ვიზუალური თხრობის პრაქტიკული ვორქშოფების სერია [მარიამ გიუნაშვილის MZESU უახლესი კურსი]](https://static.wixstatic.com/media/62a7c1_1b33e945742e4311ae7418b5f68e4fdb~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_650,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/62a7c1_1b33e945742e4311ae7418b5f68e4fdb~mv2.jpg)
!["ელექტრონული მუსიკის წარმოება და ცოცხალი შესრულება Ableton Live"-ში- ჯგუფის საორიენტაციო შეხვედრა [7.04.2026]](https://static.wixstatic.com/media/62a7c1_bbd78ff8c4d64e8fa37db49500586951~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_980,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/62a7c1_bbd78ff8c4d64e8fa37db49500586951~mv2.jpg)

Comments