top of page

ახალი კურსი:"Basic and advanced technics of programming the live performance in Ableton Live"

Updated: Sep 2, 2023



ვართ მოხარული წარმოგიდგინოთ CES-ის გუნდის ახალი წევრი-გრიგორ ლაღიძე და მისი აკადემიური პროგრამა “Basic and advanced technics of programming the live performance in ableton live”.


გრიგორ ლაღიძე (მუსიკის პროდუსერი და შემსრულებელი) არის თვითნასწავლი მუსიკოსი და პედაგოგი თბილისიდან. მას შექმნილი და თანადამფუძნებელი აქვს არაერთი საგანმანათლებლო პროგრამა და პროექტი საქართველოში. მას მრავალწლიანი მუსიკის შექმნის გამოცდილება გააჩნია სხვადასხვა ჟანრში და ცნობილია როგორც: Isodrome; KNSPRCY; St. Ativa და სხვა... ის პარალელურად მოღვაწეობს როგორც DJ.


კურსის შესახებ:

“Basic and advanced technics of programming the live performance in ableton live” კურსი მოიცავს 9 გაკვეთილისგან შემდგარ თეორიულ, პრაქტიკულ და საველე მომზადებას, სტუდენტების არსებული ან დასამთავრებელი პროექტების დამუშავებას და მომზადებას ცოცხალი შესრულებისთვის Ableton live-ში.


კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან: საკლუბო სცენებისა და მათი სტილის ანალიზს, ცოცხალი შესრულებისთვის გამოსაყენებელი MIDI აპარატურის შერჩევა/შესწავლას და მის დაპროგრამირებას (MAPPING), საკლუბო მუსიკის ტექნიკურ და ცოცხლად შესრულების ასპექტების ქრონოლოგიას, ცოცხალი შესრულებისთვის პროექტების ტექნიკურად გამართვას, საბაზისო audio design-ს და mixing-ს, საველე პირობებში თეორიული და პრაქტიკული მომზადების ბოლო ეტაპს ცოცხლად შესრულებამდე.


მსურველთათვის აუცილებელია ჰქონდეთ გამოცდილება ნებისმიერ D.A.W.- ში მუშაობის და ციფრული აუდიო ტერმინოლოგიის ცოდნა.





bottom of page