top of page

[ახალი გამოცემა] Nikakoi - Stochastic Device ალბომის და Flying Painter x Nikakoi მერჩის წარდგენა

Updated: Dec 11, 2022



ვართ მოხარული, წარგიდგინოთ "Stochastic Device" საუნდტრეკი არარსებული ანიმედან, რომელიც ნიკაკოის ეკუთვნის.


ნიკას სიტყვებით: "პროექტი „წიგნი არარსებული ანიმესთვის“ 2022 წლის მარტში დავიწყე. ამ წიგნში ანიმე არტბუქის ყველა კომპონენტი იქნება: გმირების დიზაინი, ანიმაციის ფონები, სცენების სკეჩები, გარემოს კონცეპტ სკეჩები, კადრირების მაგალითები, ნაწყვეტები სცენარიდან და ასე შემდეგ. ასევე საუნდტრეკი, თუმცა კი თავად ანიმე ფილმი არ იარსებებს, ასე რომ, ყველას შეეძლება ფილმის საკუთარი ვერსიის შექმნა.

სულ მალე კი ბრენდ "Flying Painter"-თან ერთად შემოგთავაზებთ არ არსებული ანიმეს მერჩსაც. ეს იქნება მებრძოლი პერსონაჟების პერანგები, მოკლე კონტექსტიდან ამოვარდნილი ტექსტების ნაწყვეტებით, არარსებული სცენარიდან."


მუსიკის ავტორი და პროდიუსერი: Nikakoi მუსიკის მასტერინგი: გიორგი ქორიძე ყდა: ნიკაკოი

CES039






17 დეკემბერს, 18:00-ზე, გელოდებით ალბომის პრეზენტაციაზე რომელიც შედგება “მფრინავ მღებავში”, რომელიც მდებარეობს ფაბრიკის ეზოში. ცოცხალი მუსიკის მოსმენასთან ერთად სტუმრებს შეეძლებათ შეიძინონ შეზღუდული რაოდენობის მებრძოლის მაისურები რომელიც "მფრინავი მღებავისა" და ნიკაკოის კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა, სადაც ასახულია “არარსებული ანიმე”-ს პერსონაჟების პრინტები.





1 Comment


Hej forumet! På senare tid har jag funderat på hur det är att spela online utan att behöva ta emot bonusar, eftersom det känns skönt att ha full kontroll över sina insättningar. Det är alltid bra när allt är enkelt att förstå och man snabbt kan hitta de spel man vill testa. Jag upptäckte att casino insättning 20 kr kan vara ett alternativ som passar bra för den som vill spela utan extra villkor. Jag provade några slots och bordsspel och upplevde att allt fungerade smidigt och tryggt. För folk i Sweden som vill ha en lugn och neutral spelupplevelse känns detta som ett bra sätt att komma igång, och variationen i spelen gör att man kan spela längre sessioner utan…

Like
  • Bandcamp
  • Facebook
  • instagram-clipart-black-and-white-15
  • soundcloud_2048_black
  • YouTube

ⓒ 2022 CES

bottom of page