top of page

Programming the Live Performance in Ableton Live (ჯგუფის საორიენტაციო შეხვედრა) 24/05/2023

Updated: Jun 7, 2023


CES-ში გაიხსნა გრიგორ ლაღიძის უახლესი კურსი "Basic and Advanced Technics of Programming the Live Performance in Ableton Live".

ჯგუფის საორიენტაციო შეხვედრაზე გელოდებით 24 მაისს, ოთხშაბათს, 19:00-ზე.


გრიგორ ლაღიძე (მუსიკის პროდუსერი და შემსრულებელი) არის თვითნასწავლი მუსიკოსი და პედაგოგი თბილისიდან. მას შექმნილი და თანადამფუძნებელი აქვს არაერთი საგანმანათლებლო პროგრამა და პროექტი საქართველოში. გრიგორს მრავალწლიანი მუსიკის შექმნის გამოცდილება გააჩნია სხვადასხვა ჟანრში და ცნობილია როგორც: Isodrome; KNSPRCY; St. Ativa და სხვა... ის პარალელურად მოღვაწეობს როგორც DJ.


კურსის შესახებ:

“Basic and advanced technics of programming the live performance in ableton live” კურსი მოიცავს 9 გაკვეთილისგან შემდგარ თეორიულ, პრაქტიკულ და საველე მომზადებას, სტუდენტების არსებული ან დასამთავრებელი პროექტების დამუშავებას და მომზადებას ცოცხალი შესრულებისთვის Ableton live-ში.

კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან: საკლუბო სცენებისა და მათი სტილის ანალიზს, ცოცხალი შესრულებისთვის გამოსაყენებელი MIDI აპარატურის შერჩევა/შესწავლას და მის დაპროგრამირებას (MAPPING), საკლუბო მუსიკის ტექნიკურ და ცოცხლად შესრულების ასპექტების ქრონოლოგიას, ცოცხალი შესრულებისთვის პროექტების ტექნიკურად გამართვას, საბაზისო audio design-ს და mixing-ს, საველე პირობებში თეორიული და პრაქტიკული მომზადების ბოლო ეტაპს ცოცხლად შესრულებამდე.


მსურველთათვის აუცილებელია ჰქონდეთ გამოცდილება ნებისმიერ D.A.W.- ში მუშაობის და ციფრული აუდიო ტერმინოლოგიის ცოდნა.


ინტერესის შემთხვევაში გაიარეთ რეგისტრაცია და შემოგვიერთდით ჯგუფის საორიენტაციო შეხვედრაზე.




bottom of page