top of page

"რეგენერაციული აგროკულტურა" გია მასი რაზმაძის საავტორო კურსი Fabrika x CES [საორიენტაციო შეხვედრა] 16.07.2026

Updated: 9 minutes ago

ფოტო: რატი კობერიძე


ვართ მოხარული წარგიდგინოთ ფაბრიკასთან კოლაბორაციით შექმნილი უახლესი პროგრამა CES-ში, რომლის საორიენტაციო შეხვედრაც გაიმართება 16 ივლისს, 20:00-ზე.


"რეგენერაციული აგროკულტურა", გია მასი რაზმაძის საავტორო კურსი.


კურსის პირველი მოდული სამ თვეზეა გაწერილი, რომელიც მოიაზრებს 24 ლექციას აუდიტორიაში (კვირაში 2 ლექცია) და 4-8 საველე გასვლას (სურვილის მიხედვით) სხვადასხვა ლოკაციებზე.

 

"რეგენერაციული აგროკულტურის"კურსის გავლის შემდეგ,მსმენელს გააზრებული ექნება ის მიზეზები, რომელთა გამოც, მთელ პლანეტაზე აქტიურად მიმდინარეობს ნიადაგების დეგრადაციის პროცესი. გაიაზრებს რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რადგან სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მესამედზე მეტი უკვე განადგურებულია, და ჯერ კიდევ გაუნადგურებელი ნიადაგების ნაყოფიერება მკვეთრადაა შემცირებული. რომ ინდუსტრიული მეთოდებით მოყვანილი მოსავალი აღარ შეიცავენ ადამიანისთვის საჭირო ნივთიერებებს, სამაგიეროდ გაჯერებულნი შხამებით, რომლებიც მძიმედ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე.


ეცოდინება რეგენერაციული აგროკულლტურის პრინციპები, მეთოდები და მოდელები, რომელთა განხორციელება თვითონაც შეუძლია.


გაეცნობა სხვადასხვა კულტურების რეგენერაციული აგროკულტურის ძველ მოდელებს. ასევე თანამედროვე, ძალიან ეფექტურ მოდელებს, რომლების უკვე გამოცდილია და წარმატებითაა გამოყენებული ახალი ზელანდიის, სამხრეთ ამერიკის, შეერთებული შტატების, ევროპის, ავსტრალიის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში.


შეეძლება ყველანაირ კლიმატურ და ნიადაგურ პირობებში ნაკვეთის დაგეგმვა და რეგენერაციული მეურნეობის მოწყობა.


ეცოდინება, თუ როგორ უნდა მოიქცეს განსაკუთრებულად რთულ პირობებში (მშრალი და ცხელი კლიმატი და რთული ნიადაგი; ჭარბტენიანი კლიმატი და დატბორილი ნიადაგი; ….


ეცოდინება, თუ რისი გაკეთება შეიძლება ქალაქებში, ეკოლოგოიური სიტუაციის გასაუმჯობესებლად.


გაეცნობა ქართულ ტრადციებს, რომლებიც სანიმუშოა ეკოლოგიური თვალასაზრისით. ასევე შრომასთან და შრომის განაწილებასთან დაკავშირებით,


გაეცნობა ეკოსოფლების არსს, მათი შექმნის საჭიროებასა და საშუალებებს.



 

კურსის სილებუსის თემები:


  1. ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის კრიზისი.

  2. მდგრადობა, კლიმატგონივრულობა და ალტერნატივები.

  3. ნიადაგი და ჰუმუსი.

  4. ფოტოსინთეზი და მისი გააქტიურება.

  5. კომპოსტირება — აერობული და ანაერობული მეთოდები.

  6. ეკოლოგია და ეკოსისტემის შექმნა მეურნეობაში.

  7. წყალი ნიადაგში და კონდენსანტები.

  8. რეგენერაციული აგროკულტურის ძველი ნიმუშები და ბიოჩარი.

  9. მემარცვლეობა — კრიზისი და რეგენერაციული გამოსავალი.

  10. ხეივნის მიწათმოქმედება და სინტროპია.

  11. სინტროპიული მოდელების განხილვა.

  12. მაღლარი და დაბლარი ვენახი.

  13. ჩაი — ისტორია, გავრცელება და კულტურა საქართველოში.

  14. რეგენერაციული საძოვრები და საქართველოს საძოვრები.

  15. ნიადაგის მომზადება საბოსტნედ.

  16. ბოსტანი.

  17. სამი და და კარტოფილი თივაში.

  18. საშემოდგომო ბოსტნეული და ქარსაფრები.

  19. ხეხილისა და კენკრის გაშენება რეგენერაციულად.

  20. სოკოს მნიშვნელობა ეკოსისტემაში და გამრავლება ნაკვეთზე.

  21. მცენარეების გამრავლება ბუნებაში და ადამიანის მიერ.

  22. შესაძლო ეკოლოგიური ქმედებები ურბანულ გარემოში.

  23. სოციალური ბაღები.

  24. შემაჯამებელი ლექცია და დისკუსია.



გიას მასის შესახებ:

1983 წელს დაამთავრა თსუ მექ-მათემატიკის ფაკულტეტი. სკოლის მოწაფეობისა და სტუდენტობის დროს, ბევრს ლაშქრობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მისი დროის უდიდეს ნაწილს, ტყეებში ატარებდა და ბუნებრივია, ძალიან გაუშინაურდა ტყეებსა და მინდვრებს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, უკვე ცხოვრებაც სხვადასხვა ადგილებში დაიწყო. იცხოვრა დავით-გარეჯის ლავრაში (მუზეუმ-ნაკრაძალის მცველად მუშაობდა), შუაფხოში (ფშავი) მათემატიკის მასწავლებლად 2 წელი იმუშავა. იმერეთშიც მასწავლებლობდა… ამ პერიოდში “შიგნიდან” გაიცნო ქართული სოფელი. შეიმეცნა პრობლემები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში არსებობდა. ბევრს ფიქრობდა მათი მოგვარების გზების მოძებნაზე. 1993-1995 წლებში იმუშავა ბიოლოგიურ მეურნებათა ასოციციაში, ბიო მეურნეობის მრჩევლად. ბედნიერება იყო იქ მუშაობა. საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმე და თან ქალბატონ ნანა ნემსაძის ხელმძღვანელობით. ელკანადან ბევრს დადიოდა ასოციაციის წევრ ფერმერებთან მთელი საქრთველოს მასშტაბით. აქ კიდევ უფრო კარგად დაინახა ჩვენი სოფლების ჭირიცა და ლხინიც. 


1995-2004 წლებში ხელმძღვანელობდა “ძეგვის ბავშვთა სახლს”. ეს იყო ძალიან მძიმე და საინტერესო წლები. სხვა რამეებთან ერთად ბავშვებს ტყეშიც ბევრს ატარებდა და მეურნეობებსაც მოაწყო მათთან ერთად….


 მერე კიდევ მოუწია სხვა ადგილებში ცხოვრება. შირაქის ველები, კახეთი…. სოფლის მეურნეობის გარდა, ეთნოგრაფიითაც ძალიან დაინტერესდა. მოკლედ, ცხოვრებამ დაანახა ბევრი ისთი რამ, რასაც წიგნბში ვერ იპოვი…

 

ბევრს იფიქრა სოფლის მეურნეობის საიმედო მოდელების პოვნაზე. ძალიან კარგად გაიცნო “ბიოლოგიური მეურნეობების” პრინციპები და მოდელები, მაგრამ არც ერთი მათგანი არ აკმაყოფილებდა  მათი არამდგრადობის გამო, ამიტომ ძებნას და ექსპერიმენტებს არ წყვეტდა. ბოლოს აღმოაჩინა რეგენერაციული აგროკულტურა. ბევრი იმუშავა ამ მიმართულებით, რომ საიმედო რეგენერაციული მოდელები შეექმნა.


წლების განმავლობაში მუშაობდა კომპანია უდაბნოში, რეგენერაციული აგროკულტურის მრჩევლად. 2000 ჰექტარზე გაშენებული ნუშის ბაღების რეგენერაციულ პრინციპებზე გადასაყვანად. ამჟამად ატარებს რეგენერაციული აგროკულტურის კურსებს “მდგრადობის აკადემიაში” და ყოფილი სტუდენტების ნაკვეთებზე სხვადასხვა რეგენერაციულ მოდელებს აშენებს…


გაეცანით გია მასის უაღრესად საინტერესო განმარტებას ზღაპრების შესახებ:














კურსის დასახელება: რეგენერაციული აგროკულტურა

პედაგოგი: გია რაზმაძე 

ხანგრძლივობა: 3 თვე

საათები: 2 ლექცია კვირაში, 6-8 საველე გასვლა კურსის განმავლობაში

ფასი: 1290 ლარი

ენა: ქართული




Comments


  • Bandcamp
  • Facebook
  • instagram-clipart-black-and-white-15
  • soundcloud_2048_black
  • YouTube

ⓒ 2022 CES

bottom of page