top of page

"წყვეტილი ფიქრი, უწყვეტი შედეგი და პირიქით" ანზორ ღუდუშაურის ვორკშოფი [14.08.26]


„what counts, I found, is not what you cover,

but what you uncover.“

Walter Lewin


ვალტერ ლევინმა ეს სიტყვები ფიზიკის ერთ ერთ ლექციაზე გააჟღერა, ფრაზის თარგმნას აქ არ შევუდგებით რადგან არც გაირითმება ქართულად თან ვიცით რომ გასაგებია მკითხველისთვის.

და თუ მაინც სურვილი გაჩნდება ამ წინადადების, სხვადასხვა ინტერპრეტაცია შეხვედრაზე შეგვიძლია მიმოვიხილოთ.


გეპატიჟებით ანზორ ღუდუშაურის aka iakamuri ელექტრონული მუსიკის კომპონირების გამოცდილება/ვორკშოფზე.


შეხვედრა CES-ში გაიმართება, 14 აგვისტოს, 19:00-ზე.

გეპატიჟებით ყველას, მუსიკოსებს და არამუსიკოსებს, ყველას ვისაც მუსიკის პროგრამირება, ელექტრონული მუსიკის კომპონირება, ტექნოლოგია და პროტოტიპების შექმნა გაინტერესებთ.


ვორკშოფზე გაჟღერდება ანზორის მიერ შექმნილი კომპოზიციები და გაგაცნობთ ვირტუალურ ინსტრუმენტებს.




ურიცხვ მუსიკალურ იარაღებს შორის SuperCollider ერთ ერთი რჩეული სივრცეა. ის არის პლატფორმა აუდიო სინთეზისა და ალგორითმული კომპოზიციისთვის, ლაივ- ელექტრონიკისთვის, მოიხმარენ მუსიკოსები და/ან მკვლევარები. არის უფასო და გთხოვთ თქვენს პირად დამთვლელებზე (კომპიუტერებზე) ჩამოტვირთოთ.



ანზორის შესახებ:

კომპოზიტორი, საუნდ-არტისტი, ინსტრუმენტალისტი (არც თუ ისე კარგი) და თავისუფალი იმპროვიზაციის ერთ-ერთი მიმდევარი. დაამთავრა კომპოზიციის (საქართველოში) და კომპიუტერული მუსიკის (ავსტრიაში) მაგისტრატურა. უწყვეტად და წყვეტილად იძიებს მისთვის უცხოს და ახალს, ისევე როგორც სხვა უამრავი მუსიკოსი. დაუკრავს სხვადასხვა ფესტივალზე შინ თუ გარეთ. ასწავლის მუსიკის პროგრამირებას კონსერვატორიის სტუდენტებს.


რაც ყველაზე მთავარია CES-ში ჩვენი შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იქნება. ყურადღებას გავამახვილებ გამოყენებით ხასიათზე და არა მხოლოდ თეორიული ასპექტების ოკეანეზე და ალბათ ახლა უფრო გასაგებია, რატომ დაჭირდა ლევინის სიტყვების მოტანა დასაწყისში.


გთხოვთ, Robert Henke-ს ლექციასაც მოუსმინოთ ვორკშოფამდე, სახელად Give me limits!


ვორკშოფზე დასწრება თავისუფალია.

Comments


  • Bandcamp
  • Facebook
  • instagram-clipart-black-and-white-15
  • soundcloud_2048_black
  • YouTube

ⓒ 2022 CES

bottom of page