top of page

12 Years with CES



2012 წლის 16 იანვარს ნინო რამიშვილის ქუჩაზე მდებარე CES-ში პირველი ლექცია ჩატარდა. ეს გახლდათ გვაჯის "აუდიოლოგიის" იგივე ხმის ინჟინერიის ლექცია, რომელსაც 11 სტუდენტი ესწრებოდა. მთელი წლის მანძილზე 5 პროგრამა დაინერგა და 36-მა სტუდენტმა ისწავლა.


CES-ის გუნდი დროსთან ერთად იზრდებოდა, ემატებოდა აკადემიური პროგრამები და სტუდენტების რაოდენობაც კოსმოსური სისწრაფით მატულობდა. 12 წლის მანძილზე დაინერგა 22 აკადემიური პროგრამა, რომლის ფოკუსიც კვლავაც უცვლელია: მუსიკა და დიზაინი.


გასული 2023 წელი განსაკუთრებით საინტერესო და ნაყოფიერი იყო CES-სთვის. 10 სხვადასხვა აკადემიური პროგრამის ფარგლებში 25-მა პარალელურმა ჯგუფმა ანუ 300-მდე სტუდენტმა ისწავლა.


განსაკუთრებული პოპულარობით ნიკა ჭავჭავაძის Ableton Live-ის შემსწავლმა პროგრამამ ისარგებლა.



CES-ის პედაგოგთა გუნდს 6 ახალი წევრი დაემატა: გრიგორ ლაღიძე კურსით Basic and advanced technics of programming the live performance in Ableton Live; დათო მესხი კურსით ფოტოგრაფია-მხატვრული სპექტრი; ქეთათო ნერგაძე კურსით სიმღერის შექმნა და შესრულება და ბოლოს, განსაკუთრებით გვაბედნიერებს Bloom Music -თან დამეგობრება და მისი თანადამფუძნებლების: თევდორე მაყაშვილი, მირიან კულულაშვილი და ჯაბა შავიშვილის ჩვენი გუნდის წევრებად მოვლენა კურსით მუსიკალური ბიზნესის მენეჯმენტი.




2023 წლის ვორკშოფების სერია განსაკუთრებით საინტერესო იყო. გამოვყოფთ DIY მოდულარული და აუდიო პროდუქტის დიზაინის სემინარს, რომელიც ჩვენმა მეგობარმა კომპანიამ Ambient.ge და მისმა დამფუძნებლებმა, დავით მალანიამ და ივა სალუქვაძემ ჩაატარეს.




საინტერესო საუბრები „About Repetition” art-collective guest talks at CES






და განსაკუთრებული სტუმარი, დავით კვაჭაძე, პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონი კრივში და პირველი ქართველი მონაწილე ოლიმპიურ თამაშებში, ინსპირაციული საუბრით კრივიდან ფოტოხელოვნებამდე.




შთამბეჭვდავი იყო ხმის ინჟინერიის სტუდენტებისთვის ქართული ხმის სისტემის აწყობის და გამართვის მთელი დღის რუტინაში ჩართვა და დაკვირვება SioniHiFi -ის ოპერატორთან-Juno Q Beat-თან ერთად.




CES-ის მუსიკის ჟურნალისტიკის სტუდენტების ინიცირებულ პლათფორმას Dancing on Architecture განსაკუთრებით შედეგიანი წელი ქონდა. მათ შეძლეს და თავი მოუყარეს დამატებით 4 ქვეყნის მუსიკას: Sounds of Iran; Sounds of Brazil; Sounds of Nigeria; Sounds of Norway და ჯამში 80 საათის სელექცია შემატეს მათ პროექტს Sounds Of და დამატებითი 10 000 ლარით დაეხმარნენ ბავშვებს, რომელთაც განსაკუთრებით ესაჭიროებათ დახმარება.





CES-ისთვის მნიშვნელოვანი იყო ფაბრიკასთან ერთად გაეწია მასპინძლობა Trans Europe Halles-ის შეხვედრებისთვის, რომელიც თბილისში ჩატარდა და რომლის ფარგლებშიც ნატალია ბერიძის და ნიკა მაჩაიძის კურატორობით, თავიანთ სტუდენტებთან ერთად TEH-ის მთავარ ღონისძიებაზე შეასრულეს "ჩემი ბებია"-ს გახმოვანება.






მოსაწყენი წელი არც CES Records ქონია. აქვე გამოვყობთ მათ რამოდენიმე გამოცემას:















12 წლის თავზე ჩვენ გვეამაყება, რომ ვქმნით და წარმოვადგენთ ქვეყანაში ყველაზე დიდ, მრავალფეროვან, თავისუფალ და ღია მუსიკალურ კომუნას, რომელიც მართულია ჩვენი სტუდენტების, მენტორების, მეგობრების და კოლაბორატორების მიერ. ყველას მადლობას გიხდით ნდობისთვის და მეგობრობისთვის. ჩვენ დღეს იმაზე მეტი ენთუზიაზმი გვაქვს, ვიდრე 12 წლის წინ გვქონდა, რადგან შედეგს ყოველდღე ვხედავთ ჩვენი სტუდენტების წარმატებების სახით.


განსაკუთრებული მადლობა:

ელენე სართანიას/ქუჯი ტაბაღუას/ლადო კობახიძეს/ნატალია ბერიძეს/ნიკა მაჩაიძეს/ნაზი ჭავჭავაძეს/ალექსანდრე ხოხიაშვილს/დავით ბაკურაძეს/ნიკა ჭავჭავაძეს/ვახო ნოზაძეს/ბენ უილერს/ქეთი ჭიტაძეს/ჯაბა შავიშვილს/გიორგი ქორიძეს.






16 იანვარს CES-ის კარი ღიაა მთელი დღის მანძილზე ჩვენი მენტორებისთვის, სტუდენტებისთვის, მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის, მეზობლებისთვის და ყველა ადამიანისთვის ვინც ჩვენი საქმიენობით ინტერესდება. ჩვენი მეგობრული ადმინისტრაცია ჩაგიტარებთ ტურს და ყველა თქვენს კითხვას გასცემს პასუხს. 21:00-ზე კი გვექნება ლატარიის გათამაშება.



შევხვდებით ცესში.


პოსტერის ავტორი: მანანიკო კობახიძე


bottom of page