CES-ში დაწყებულია რეგისტრაცია 2025-26 აკადემიური წლის პროგრამებზე
- cestbilisi
- Jul 28
- 6 min read
Updated: Sep 6

CES-ში დაწყებულია რეგისტრაცია 2025-26 აკადემიური წლის პროგრამებზე.
სექტემბრის თვეში კი ჩვენ უკვე გიმასპინძლებთ სხვადასხვა კურსების ღია კარის დღეებზე.
თუკი სურვილი გაქვთ დაესწროთ ღია კარის დღეებს, იხილეთ კურსების ჩამონათვალი, მათი აღწერილობა და გაიარეთ რეგისტრაცია თქვენთვის საინტერესო და სასურველ პროგრამაზე.
CES-ში კურსები 4 კატეგორიად არის დაყოფილი: მუსიკა; დიზაინი; საშემსრულებლო ხელოვნება; მენეჯმენტი შემოქმედებითი კლასტერებისთვის.
მუსიკა:
"ხმის ინჟინერიის" 1 წლიანი პროგრამა
პედაგოგთა გუნდი: ნაზი ჭავჭავაძე; ალექსანდრე ხოხიაშვილი; დავით ბაკურაძე
სწავლების ენა: ქართული

კურსის პედაგოგთა ძირითადი მეთოდია პრაქტიკული სწავლება "hands on practice", რომელიც ასევე ეფუძნება თეორიულ ლექციებს, რომლებიც კურსის პირველ ეტაპზე შესავალში, განსაკუთრებით ჭარბობს. საგნის თეორიული და პრაქტიკული გაგება თქვენი გასაღებია შემდგომი წარმატებული მუშაობისთვის ხმის ჩამწერ სტუდიაში, ფილმების გადასაღებ მოედანზე, ცოცხალი კონცერტების გახმოვანებისას ან ყველა სახის პრე / პოსტ წარმოებაში. სწორედ ამიტომ, ლექციების დიდ რაოდენობას აქვს რეალური საველე სამუშაოს ფორმატი, სადაც ჩვენი სტუდენტები ეცნობიან ყველა სახის კაბელს, მიკროფონების მრავალფეროვნებას, მიქსერებსა და ჩაწერის ტექნიკებს რომელებიც ყველაზე გავრცელებულია ამათუიმ მუსიკალური ინსტრუმენტების თუ ვოკალის ჩაწერისას და გახმოვანებისას. თბილისში არსებულ სხვადასხვა სტუდიებთან წვდომა არის დამატებითი ბონუსი ყველა ჩვენი სტუდენტისთვის.
ღია კარის დღე: 25 სექტემბერი 19:00
"Ableton Live"-ის შემსწავლელი 4 თვიანი პროგრამა
პედაგოგი: ნიკა ჭავჭავაძე
სწავლების ენა: ქართული

Ableton Live იმდენად მოქნილია, რომ არ არსებობს მასთან მუშაობის ერთი გზა. CES-ში ჩვენ გვესმის რისი მიღწევა გსურთ და დაგეხმარებით: midi კონტროლერების გამოყენებაში, როგორ დააყენოთ შაბლონი სცენაზე თუ სტუდიაში Ableton Live-ის გამოსაყენებლად.
Ableton Live გამოიყენება როგორც სცენაზე ასევე სტუდიაში. მას გამოიყენებ მუსიკის წარმოებისას, შესაქმნელად, ჩასაწერად და ასევე მუსიკის სცენაზე შესასრულებლად.
ჩვენი ექსპერტი დაგეხმარებათ აითვისოთ Ableton Live-ის ყველა არსებული ოფცია და ტექნიკები. პროგრამის დასასრულს თქვენ უკვე შეძლებთ შექმნათ საკუთარი EP.
ღია კარის დღე: 9 სექტემბერი 20:30
"სიმღერის შექმნის და მუსიკის წარმოების" 3 თვიანი პროგრამა
პედაგოგები: ნატალია ბერიძე და ნიკა მაჩაიძე
სწავლების ენა: ქართული

კურსის მონაწილე უნდა ეუფლებოდეს რომელიმე მუსიკალურ პროგრამას, როგორიცაა Ableton Live / FL / Logic pro / Cubase...
3 თვიანი კურსი აგებულია თანამედროვე მუსიკის წარმოებაზე,
მუსიკალური კომპოზიციის / ტრეკის ნოლიდან აწყობაზე და
პროდუსირებაზე. კურსი მოიცავს როგორც ელექტრონულ, თანამედროვე,
კლასიკურ, პოპ, ან კინო მუსიკის ჟანრს, ასევე სიმღერის წერას და სხვა
ექსპერიმენტულ მიმდინარობებს, რომელიც უფრო საინტერესოს გახდის
ჩვენი ინდივიდუალური ბგერის აღმოჩენას და შემეცნებას.
ღია კარის დღე: 17 სექტემბერი 19:00
"DJ კურსი" 2 თვიანი პროგრამა
პედაგოგები: ვახო ნოზაძე იგივე Vaxy და სანდრო ჯორბენაძე იგივე DJSENDNUDES
სწავლების ენა: ქართული / ინგლისური
CES-ში DJ კურსი 2011 წლიდან დაინერგა, როგორც დამწყებთათვის, ასევე უფრო მოწინავე დიჯეებისთვის.
კურსის განმავლობაში თქვენ მიიღებთ პროფესიონალური DJ აღჭურვილობის ფუნდამენტურ ცოდნას , გაეცნობით ხმის აუდიო პარამეტრებს, დაეუფლებით ბითმეჩინგს და მიქსინგს CDJ-ზე და ფირსაკრავზე.
ჩვენი კურსი იდეალურია დამწყებთათვის და მათთვის, ვისაც სურს დიჯეის უნარების გამყარება.
CES DJ სტუდია აღჭურვილია ინდუსტრიის სტანდარტად მიჩნეული ტექნიკით.
კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე, რომელიც მოიცავს კვირაში 2 სესიას ინსტრუქტორთან, ხოლო 1 სესიას დამოუკიდებლად სავარჯიშოდ.
ღია კარის დღე: 3 სექტემბერი 19:00
"მოდულური სინთის და ხმის დიზაინის" 3 თვიანი პროგრამა
პედაგოგი: ბენ უილერი
სწავლების ენა: ინგლისური

Synth 101, იგივე მოდულური სინთეზატორი და ხმის დიზაინი არის სამთვიანი თეორიული/პრაქტიკული კურსი ტრადიციულ და მოდულურ სინთეზატორებზე დაფუძნებული სინთეზისა და სინთეზატორების შესახებ (კონკრეტულად Doepfer System-100). კურსის უმეტესი ნაწილი ეძღვნება სუბტრაქტიული სინთეზის და მოდულური სინთეზის პრინციპების შესწავლას.
სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ და ისარგებლონ Dopfer A-100 BS2 მოდულარული სინთეზატორით ჩვენს სტუდიაში.
ღია კარის დღე: 24 სექტემბერი 19:00
"მოდულური სინთეზატორის მეორე ეტაპი: თეორია და კომპოზიცია" 3 თვიანი პროგრამა
პედაგოგი: ბენ უილერი
სწავლების ენა: ინგლისური

კურსი განკუთვნილია CES-ის მოდულური სინთეზატორი და ხმის დიზაინის კურსის კურსდამთავრებულებისთვის ან მათთვის, ვინც იცნობს სინთეზის თეორიის საფუძვლებს, მოდულურ სისტემებს და სინთეზატორების ისტორიას. ეს კურსი შეიცავს რამდენიმე კომპონენტს:
ინტენსიური კვლევა, რომელიც შედგებოდა სინთეზის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურების სიღრმისეული პროფილებისგან (პაულინე ოლივეროსი, ქსენაკისი, გიორგი ლიგეტი, კარლჰაინც შტოკჰაუზენი, კატერინა ბარბიერი და მრავალი სხვა), რომელსაც თან ახლავს ჩანაწერების ანალიზი.
მთლიანობაში, პროგრამა ორიენტირებულია ცოდნის გაფართოებაზე და სინთეზატორთან პრაქტიკის ამაღლებაზე, ყოველკვირეული დავალებების საშუალებით, რომლებიც მოიცავს კომპოზიციების წარმოებას, თითოეული სტუდენტი 3 თვიანი პროგრამის განმავლობაში აწარმოებს აუდიო ჩანახატების პორტფოლიოს, აღნიშვნას და ჩაწერას. კურსი მთავრდება ღონისძიებით, რომელიც იქნება ფინალური პროექტი, ცოცხალი შესრულება.
"მუსიკის თეორიის საფუძვლების" 6 თვიანი პროგრამა
პედაგოგი: ქეთი ჭირაძე
სწავლების ენა: ქართული

მუსიკის თეორიის საფუძვლები 6 თვიანი პროგრამაა, კურსის განმავლობაში სტუდენტები დახვეწავენ სმენას, შეისწავლიან მუსიკის საბაზისო ელემენტებს, ტონალური სისტემის საფუძვლებს, მიკრო- და მაკროდონეზე ანალიზს გაუკეთბენ მუსიკის კლასიკურ ნიმუშებს, ასევე გაეცნობიან მუსიკალური დამწერლობის კლასიკურ და თანამედროვე მეთოდებს.
კურსი კომპლექსური მეთოდების დახმარებით მიზნად ისახავს ძირითადი ინფორმაციის მიწოდებას მუსიკის განვითარების სხვადასხვა ეტაპის შესახებ: ანტიკური პერიოდი, შუასაუკუნეები, აღორძინება, ბაროკო, კლასიციზმი, რომანტიზმი და მეოცე საუკუნის ძირითადი სააზროვნო პრინციპები.
"თამაშის მუსიკის კომპოზიციის" 2 თვიანი პროგრამა
პედაგოგი: ალექსანდრე ჭოხონელიძე
სწავლების ენა: ქართული

კურსის მიზანია სტუდენტებმა მიიღონ შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული ჩვევები თამაშებისთვის მუსიკის კომპოზიციის, მასთან დაკავშირებული პროგრამების და ასევე თამაშების ინდუსტრიის შესახებ.
იმისთვის რომ კურსს შეუერთდეთ, უნდა ფლობდეთ ნებისმიერ DAW-ს (Ableton Live, Cubase, Logic, FL…) გქონდეთ ცოდნა, აუდიო ტრეკების შექმნის და ჩაწერის უნარი.
წარმატებით პროგრამის დასრულების შედეგად სტუდენტები შეძლებენ: ეფექტურად იმუშაონ კომპანიაში შესაბამის აუდიო პოზოცოაზე (თამაშების ხმის ინჟინერი, პროდიუსერი).
დიზაინი:
"გრაფიკული დიზაინის ანბანი" შემსწავლელი 3 თვიანი პროგრამა
პედაგოგი: ლადო კობახიძე
სწავლების ენა : ქართული

გრაფიკული დიზაინის ანბანის კურსი მოიცავს სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს.
კურსის ძირითად მიზანს წარმოადგენს გრაფიკული დიზაინის ტრადიციული და თანამედროვე მიმართულებების შესწავლა / ანალიზი, ასევე ორიენტირებულია (გრაფიკული) პროგრამების საბაზო პრინციპების სწავლებაზე , სტუდენტები გაეცნობიან კლიენტებთან ურთიერთობის გავრცელებულ პრინციპებს, პროექტის შემუშავებისა და აღსრულების მეთოდებს. კურსი ასევე მოიცავს მოწვეული (დიზაინერების) სტუმრების პრეზენტაციებსა და workshop-ებს.
ღია კარის დღე: 8 სექტემბერი 19:00
"გრაფიკული დიზაინის მეორე ეტაპი" 3 თვიანი პროგრამა
პედაგოგი: ლადო კობახიძე
სწავლების ენა : ქართული

პროგრამა გრაფიკული დიზაინის მეორე ეტაპი მოიცავს გრაფიკული დიზაინის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან და დაეუფლებიან დიზაინის შემოქმედებით და ტექნიკურ მხარეს.
კურსის გასავლელად აუცილებელი კრიტერიუმია Photoshop-ის და illustrator-ის საბაზო უნარების ცოდნა!
გაკვეთილზე მოხდება სხვადასხვა თემატური სამუშაოს (workshop-ის ტიპის) განვითარება, რომლის ფარგლებში სტუდენტები იქნებიან ჩართული ინტერაქტიულ პროცესში. გაეცნობიან დიზაინის შემუშავების ეტაპებს, თუ როგორ ხდება დიზაინ დავალების (Design Brief-ის) შესწავლის და ანალიზის პროცესი, დამკვეთთან კომუნიკაციის წარმოება, პროექტის რა მნიშვნელოვან ასპექტებზე უნდა მოხდეს ყურადღების გამახვილება.თუ როგორ ხდება დიზაინის პროცესის დაგეგმვა, რა ეტაპებს მოიცავს პროექტზე სამუშაო დრო, პროექტის ეფეტურად განვითარებისათვის რამდენად მნიშვნელოვანია დამკვეთთან კომუნიკაცია და რა სახით / ფორმით წარიმართება აღნიშნული პროცესი.
"ა-დან ჰ-მდე" გრაფიტი სკოლის და CES-ის კოლაბორაციული 2 თვიანი პროგრამა
პედაგოგი: Chil One
სწავლების ენა: ქართული

გრაფიტი თანამედროვე სახვითი ხელოვნების ყველაზე თავისუფალი, უშუალო და დიდი მუხტის და იდეის მატარებელი მიმდინარეობაა, რომელიც ინდივიდუალურ თვითგამოხატვაზეა ორიენტირებული და ქალაქთან კომუნიკაციის ყველაზე პირდაპირი ფორმაა. ქართული ანბანი თავისი უნიკალური მოხაზულობით და დინებით გამორჩეულია დამწერლობებში, რაც გრაფიტთან შერწყმით უსაზღვრო ვარიაციების შესაძლებლობას იძლევა და ტიპოგრაფიის ცალკე ქვეჟანრადაც შეიძლება მოისაზროს.
ამ იდეის გაღვივებას და განვითარებას ემსახურება ეს კურსი, სადაც ისწავლით ყველაფერს რაც გრაფიტის სახატავად და სტილის ჩამოსაყალიბებლადაა საჭირო: გრაფიტის ისტორია, ასოების აგებულება, სტრუქტურა, კომპოზიცია, ფერები, დეტალიზაცია, გაფორმება, სხვადასხვა ტექნიკები, სპრეის ხმარების მეთოდები.
3D დიზაინის (ბლენდერი) 2 თვიანი კურსი
პედაგოგი: ირაკლი ღარიბაშვილი
სწავლების ენა: ქართული

“3D დიზაინი (ბლენდერი)” 2 თვიანი პროგრამაა, რომელიც მოიცავს:
Blender-ის ძირითადი პრინციპები;
3D კომპიუტერული გრაფიკის ტენდენციები და ადგილი ციფრულ სამყაროში;
3D მოდელირების მეთოდები მხატვრული ხედვის მისაღწევად;
Bender-ის ძირითადი პრინციპები
* პროგრამის ინტერფეისი და მუშაობის ძირითადი პრინციპი.
( ნავიგაცია, ობიექტის და რედაქტირების მეთოდები, ტრანსფორმი TRS )
* Modeling - ობიექტების შექმნა, დეტალების დამუშავება.
( რედაქტირება: Merging, Extruding, Edge Loop Slide, Modifiers: SDS )
* Shading/Materials - ობიექტზე მასალის/ფერის დადება და რედაქტირება.
* Lighting/Rendering - განათება და 3დ ობიექტის 2დ სურათად შენახვა.
3D კომპიუტერული გრაფიკის ტენდენციები და ადგილი ციფრულ სამყაროში
* კომპიუტერულკი გრაფიკის განვითარების ისტორია.
* 3D კომპიუტერული გრაფიკის ტენდენციები.
* სპეციალიზირებული მიმართულებების მიმოხილვა: პერსონაჟის მოდელირება, არქიტექტურული ვიზუალიზაცია, გარემოს დიზაინი და სხვა.
რა ჭირდებათ სტუდენტებს პროგრამის გასავლელად
● Laptop
● Blender-ის გადმოწერა დაინსტალირება (ნებისმიერი v3 ის ზევით)
2 თვიანი "3D დიზაინის" სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტები შეძლებენ 3დ ობიექტების შექმანს.
Blender-ის დახმარებით გაერკვევიან CGI (კომპიუტერული გრაფიკის) სფეროში.
● Modeling - ობიექტის შექმნა
● Shading/Materials - ობიექტზე მასალის/ფერის დადება
● Lighting/Rendering - განათება და 3დ ნამუშევრის 2დ სურათად გადაქცევა.
საშემსრულებლო ხელოვნება:
"საშემსრულებლო ხელოვნების" 2 თვიანი პროგრამა
პედაგოგთა გუნდი: სოფიკო გვიმრაძე; ნინი იაშვილი; დენოლა გუგავა
სწავლების ენა: ქართული

ჩვენი ორთვიანი საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნების კურსი გთავაზობთ შესაძლებლობას, განავითაროთ თქვენი თვითგამოხატვის უნარები და აღმოაჩინოთ საკუთარი შემოქმედებითი ხმა. კვირაში ორჯერ, სამსაათიანი ინტენსიური სესიების განმავლობაში, თქვენ შეისწავლით თვითპრეზენტაციის ეფექტურ მეთოდებს, აუდიტორიასთან კავშირის დამყარების ტექნიკებს და ეცდებით შემოქმედებითი იდეების რეალიზაციას. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს მათ შორის ფიზიკურ, იმპროვიზაციულ სავარჯიშოებს და დასკვნით LIVE ღონისძიებაში მონაწილეობას. განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი არტისტებისთვის და ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლებისთვის, ვისაც სურს საკუთარი იდეების ეფექტურად გადმოცემა საჯარო სივრცეში.
მენეჯმენტი შემოქმედებითი კლასტერებისთვის:
"შემოქმედებითი და პროფესიული უნარების გარდაქმნა ფინანსურ ენერგიად" 2 თვიანი პროგრამა
პედაგოგი: გიორგი ჭავჭავაძე
სწავლების ენა: ქართული

სწავლის შედეგები მსმენელისთვის:
თვითშეფასების ამაღლება, თავდაჯერებულობა ქმედებებში,
წინააღმდეგობების ეფექტური გადაწყვეტა.
მისთვის საინტერესო ყველა პროცესის გაუმჯობესება.
მისი ქმედებების მუდმივი ოპტიმიზაცია, სასიკეთო ცვლილებები.
მსმენელის საქმიანობის მართვის სისტემების მუდმივი დახვეწა.
საკუთარ სფეროში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება და გრძელვადიანი წარმატების მიღწევა.
მსმენელები შეძლებენ: მოახდინონ საკუთარ სფეროში მმართველობითი იდეების პრაქტიკული რეალიზება, მიიღონ სწორი მმართველობითი გადაწყვეტილებები გამართლებული ფინანსური რესურსებით.
საკუთარი მიზნების მიღწევისთვის სტრატეგიული გეგმის მომზადება და განხორციელება.
კურსის მიზანია:
შევასწავლოთ მსმენელებს თვითრეალიზების ინსტრუმენტები და ტექნოლოგიები, გამოიმუშაონ ყოველდღიურობაში მათი ეფექტური გამოყენების უნარ ჩვევები, დაეხმაროს მათ თავისი საქმიანობის მართვასა და მის გარშემო მიმდინარე პროცესების უკეთ აღქმასა და გააზრებაში.
ამ და სხვა კურსებზე რეგისტრაციის გასავლელად დააწექით ღილაკს.









!["ხმის ინჟინერიის" ახალი ნაკადის საორიენტაციო შეხვედრა [1.10.25]](https://static.wixstatic.com/media/62a7c1_6c315e6440dc478cb7deae6c98ce8541~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_735,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/62a7c1_6c315e6440dc478cb7deae6c98ce8541~mv2.jpg)
Comments